ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეუერთდა. ბავშვებმა ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მათ სკოლის ეზოში გარემოსდაცვითი აქცია მოაწყვეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ბუნებას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

ბავშვებმა აღნიშნული აქტივობების მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეთათვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203