ცოდნის ტრანსფერი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო შემაჯამებელი აქტივობა
24-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ

ამჯერად, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის 1-ელ კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე, განხორციელდა შემაჯამებელი აქტივობა - ცოდნის ტრანსფერი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში.

გაკვეთილის თემა: „მაღაზიობანა- ნიკოს და ტასოს მაღაზია“ გახლდათ, დავალების მიზანი კი -  „გამოყენებითი მათემატიკა, ფულის ერთეული. მონაცემთა შეგროვება, წარმოდგენა“ . ბავშვებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს, ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მათთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203