ტყემლანის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ინტელექტუალური თამაში მიეძღვნა 
23-04-2024

23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში დღესასწაული საინტერესო და სახალისო აქტივობით აღინიშნა. 

წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება.

დღეს კი ქართულის მასწავლებელმა - მარიამ ჩინჩალაძემ ჩაატარა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ რომელშიც VI-XII კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი მონაწილეობდა. 

კითხვები შეეხებოდა როგორც ქართველი ავტორების გამოცემებს, ასევე უცხოურს.

გამოვლინდა პირველ ადგილზე გასული გუნდი. აქტიური მონაწილეობისთვის ორივე გუნდს გადაეცა წამახალისებელი სერტიფიკატები

აღსანიშნავია, რომ ტყემლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203