შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2024

„22 აპრილი-დედამიწის საერთაშორისო დღეა. დედამიწა ჩვენი სახლია და პლანეტის ყველა მაცხოვრებელს გვაერთიანებს“- ამ სლოგანის გარშემო შემოიკრიბნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები და დედამიწის დღე აღნიშნეს.

ბავშვებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, დახატეს მათი თვალით დანახული დედამიწა, დაასუფთავეს სკოლის გარემო, სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე ნერგები.

დასასრულს მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოში არსებული პრობლემების შესახებ. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ დედამიწას დახმარება სჭირდება.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის პირველი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მეათე კლასების მოსწავლეები და მათი დამრიგებლები.

ასევე, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი, რომელიც მოიცავდა სკოლის ეზოს გალამაზებას.

პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203