ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ლექცია-სემინარი მიეძღვნა 
23-04-2024
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 


შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული როგორიც დედამიწის დღეა. 

ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი, რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით, მისი მიზანი იყო იმის გააზრება, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია.

მოსწავლეებმა მეტად საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.

დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც 1990 წლიდან 175 ქვეყნის მილიონობით მოხალისე აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203