ზიკილიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
23-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დედამიწის დღის მნიშვნელობა აღნიშნეს.

ბავშვებმა, ასევე საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203