„აღმოაჩინე შენი მხატვარი“ - საინტერესო კულტურული ტური კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის
24-04-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

ამჯერად, მოსწავლეები საგანმანათლებლო, სასკოლო ტურის - „აღმოაჩინე შენი მხატვარი“, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ. 

ვიზიტისას, მოსწავლეები გაეცნენ შემდგომ მიმდინარეობებს: მაგიური რეალიზმი, კუბიზმი, ექპრესიონიზმი, სოციალური და ურბანული რეალიზმი, ეთნოგრაფიული სურათი, პოპარტი და ა.შ.

ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ამავე მიმდინარეობებში მოღვაწე ქართველი მხატვრების: ნათელა იანქოჩიშვილის, დიმიტრი ერისთავის, კოკი მახარაძის, ოლეგ ტიმჩენკოსა და სხვათა ნამუშევრები.

ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათში კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, ამის ნათელი მაგალითია „ჰელიოსელთა“ მისწრაფება გაეცნონ და შესწავლონ ქართველთა შემოქმედება, რომელიც ერის საგანძური და ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203