განძის N1 სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
23-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეულით აღინიშნა. 

კვირეულის ფარგლებში, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია გამართეს, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს იყო განვლილი თემების შეჯამება ილუსტრაციებითა და ზეპირი მოხსენებებით.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებით ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203