„დედამიწა იმდენს გვაძლევს, დროა ჩვენც მივცეთ სიყვარული!“ - ​ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა გზავნილი და „გასვლითი დღე ბუნებაში“
23-04-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლიან, ახალგაზრდების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამუნა ბერიძესთან ერთად დაგეგმეს, საინტერესო, სახალისო აქტივობებით სავსე „გასვლითი დღე ბუნებაში“. 

წელს, გარემოსდაცვითი დღესასწაული 54-ედ აღინიშნება და მოიცავს მრავალფეროვან ეკოაქტივობებს. მე-2კლასი მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეებმა ზღვასთან მდებარე ქობულეთის პარკში მოაწყვეს სახალისო აქტივობები, თამაშები, გააფერადეს თემატური ნახატები, სახალისო ფერებით, ისეთი როგორიც უნდა იყოს ჩვენი პლანეტა.

„ჩვენი დღევანდელი დევიზია - „დედამიწა იმდენს გვაძლევს, დროა ჩვენც მივცეთ სიყვარული, დათესე - ბედნიერების, იმედის, წარმატებისა და სიყვარულის თესლი, ეს ყველაფერი კი უხვად დაგიბრუნდება- ესაა ბუნების კანონი“,- აღნიშნავენ სკოლაში და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203