კატნატუს საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა
23-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შაბათობა გაიმართა, რომლის სლოგანიც იყო - „დავიცვათ სისუთავე“. დასუფთავების აქცია პედაგოგების ორგანიზებითა და მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მასში სკოლის ყველა თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო.

„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203