ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის დღე აღნიშნეს
23-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, VI და IV კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებელ კარინე თამასიანთან ერთად, ინგლისური ენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნის დონეც გამოავლინეს. 

23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203