„21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები“- „ეიბიჯიეს აკადემიაში“ 7 მაისს მორიგი მნიშვნელოვანი სასერტიფიკატო ტრენინგი ჩატარდება
23-04-2024
„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მორიგი მნიშვნელოვანი სასერტიფიკატო ტრენინგი - „21-ე საუკუნის სწავლების მეთოდები“, გაიმართება. 

შეხვედრა, რომელსაც ალექსანდრა კვიციანი გაუძღვება, 7 მაისს, 20:00 საათზე, Google meet-ში ჩატარდება. ტრენერი ისეთ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო და გამოსადეგი იყოს. 

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო ტრენინგის ღირებულება 15 ლარია.

„მიმდინარე საუკუნეში სწავლების მეთოდებმა ძირეული ცვლილებები განიცადა. სწავლისა და სწავლების სტანდარტები და მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მოსწავლისა და მასწავლებლის როლები ერთგვარად გადანაცვლდა. თანამედროვე მოსწავლემ პასიურ როლზე უარი განაცხადა და უწყვეტი სწავლის პროცესში აქტიური ლიდერის როლი მოირგო.
XXI საუკუნემ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობასა და ორივე მხარის მიერ საჭირო ინფორაციის მოპოვების მზარდი შესაძლებლობები შეგვიქმნა.
ტრენინგი, რომელიც გაგცემთ ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს“,- აღნიშნავენ „ეიბიჯიეს აკადემიაში“ და ტრენინგის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203