გუმბათის საჯარო სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას გარემოსდაცვითი აქტივობებით შეუერთდნენ
23-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დედამიწის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. აღნიშვნა კი ხეების დარგვით დაიწყეს, ხეხილის ნერგები სკოლის დირექტორმა - რამაზ ძირკვაძემ შეიძინა და პირველი ხეც თავად დარგო. ამის შემდეგ ბავშვებმა გარემო დაასუფთავეს.

მათ, დედამიწას უანგაროდ ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელები სოფელ დარაქოვში გავიდნენ და იმ სკოლის ეზოს გამწვანებაშიც ჩაერთნენ. 

ეს დღე თამაშით დაასრულეს, რამაც ბავშვები ძალიან გაახალისა.

მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203