დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება ვაქირის საჯარო სკოლაში
23-04-2024
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, 1-ელი მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ინფორმაცია ქართული ენის ისტორიის შესახებ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები.

დღე შემოქმედებითი, შთაბეჭდილებებით აღსავსე და ემოციებით დატვირთული იყო, მოსწავლეთა წარმოდგენამ, მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი ლია დევიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203