ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა მალთაყვის ტყე-პარკი და ზღვისპირა ზოლი დაასუფთავეს
23-04-2024
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშრებით,  სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა მალთაყვის ტყე-პარკი და ზღვისპირა ზოლი დაასუფთავეს.

სასკოლო საზოგადოების მიზანია გარემოსდაცვით აქტივობაში მთელი ქალაქი ჩართოს, ამ მიზნით კი აქტივობა საინტერესო ინიციატივად აქციეს და ე.წ „ჩელენჯში“, ნანა ალექსანდრიას სკოლა-გიმნაზია, აფხაზეთის N21 საჯარო სკოლა და მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი გამოიწვია. 

„ჩვენ გარემოს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ!“, - ამ მოწოდებითა და დიდი იმედებით, სასკოლო საზოგადოება ელის, რომ ინიციატივა შედეგიანი იქნება და მთელი ქალაქი საერთო მიზნით გაერთიანდება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203