„დედამიწა ჩვენი სახლია“ - რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით პოსტერები შექმნეს
23-04-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

პირველი კლასის პედაგოგმა - სოფიკო ტვილდიანმა კლასში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა „დედამიწა ჩვენი სახლია“ განახორციელა. მოსწავლეები 22 აპრილის მნიშვნელობას გაეცნენ. მათ ასევე განიხილეს დედამიწა, როგორც მზის სისტემის ნაწილი და როგორც მრავალათასწლეულოვანი ციური სხეული.

ბავშვებმა დახატეს და გააფერადეს პოსტერები „მოვუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას!“

მათ, ასევე მასწავლებლის დახმარებით შექმნეს კედლის გაზეთი, უყურეს შემეცნებით ფილმებს, ჟირაფი ჟოზეს „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

მოსწავლეებმა გაითავისეს დედამიწის მნიშვნელობა, ადამიანების როლი დედამიწის გადარჩენის საქმეში. მათ, ასევე შეიმეცნეს, რომ დედამიწა ყველას საერთო სახლია და მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203