კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოაწყვეს
23-04-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები და თემის წარმომადგენლები დედამიწის დღის აღნიშვნას ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, კვირეული მოეწყო, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს და გაწმინდეს მისი შემოგარენი. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ დედამიწას მოფრთხილება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ კვირეული კვლავ გრძელდება.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203