რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ
23-04-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, მოსწავლეების დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეუერთდნენ. ბავშვებმა, სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სკოლის ეზოს გამწვანებაში ჩაერთნენ - დარგეს ხე-მცენარეები და სხვადასხვა ყვავილი.

აქტივობაში სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203