განძის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
22-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სადაც მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაკა ანთაძის ხელმძღვანელობით, ქართული ენის, საქართველოს, მისი რეგიონების შესახებ, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და პრეზენტაცია გააკეთეს.

ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.

ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203