ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის ბიბლიოთეკაში გამართულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
19-04-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შირის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელშიც საბავშვო განყოფილების თანამშრომლები და ყვარლის N2 საჯარო სკოლის lV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კლასის პედაგოგი თინიკო ცირიკაშვილი გახლავთ.

ბავშვებმა, საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს ამ დღესთან დაკავშირებით და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203