„გაცოცხლებული გეომეტრიული ფიგურები“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
19-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს, საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, 1-ელ კლასში, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით, 3 საგნის - ქართულის, მათემატიკასა და ხელოვნების საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა: „გაცოცხლებული გეომეტრიული ფიგურები“ (კომპლექსური დავალება) გახლავთ.

დავალების მიზანი კი მოსწავლეთა მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება იყო.

ბავშვებმა კომპლექსურ დავალებაზე დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იმუშავეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203