დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში  
15-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ქართულ ენას ხოტბა შეასხეს. წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პრეზენტაცია და შექმნეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი თვალსაჩინოება - „დედაენა ქართველი ერის საგანძურია“, რითაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ გამოხატეს იაკობ გოგებაშვილისა და ქართული ენისადმი უსაზღვრო მადლიერება.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203