რეგისტრაცია 22 აპრილამდე გაგრძელდება - NAEC დეტალებზე
12-04-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის რეგისტრაცია პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში 12 აპრილის 10:00 საათიდან 22 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 24 აპრილს ჩატარდება. 
 
ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.
 
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203