ყვავილთა დღესასწაული წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში 
02-05-2024
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, მესამეკლასელებმა ყვავილთა დღესასწაული - „არიფანა“ იზეიმეს. 

მე-3 კლასის დამრიგებელის - სოფიო არქანიას ორგანიზებულმა ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებას - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს  საზეიმო ატმოსფერო შეუქმნა. მოსწავლეებმა არიფანას დღესასწაულისთვის მოსაწვევი ბარათები დაამზადეს და ღონისძიებაზე მეგობრები - lll კლასის მოსწავლეები მიიწვიეს. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, მათ ღონისძიებაზე მიწვეული თანატოლებიც აიყოლიეს და ყვავილების სამყაროში მიიპატიჟეს.

„გაზაფხული სილამაზის გამარჯვებაა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203