„პატარა დაუმარცხებელი“ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან - მე-2 კლასელი ლილე სვანაძე ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებულია
02-05-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ კონკურსებში წარმატებით ასპარეზობენ, სადაც შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენენ.

ამჯერად, სკოლა მე-2 კლასის მოსწავლის - ლილე სვანაძის წარმატებას გვიზიარებს.

„ჩვენ გვყავს არაერთი ჩემპიონი, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი ყველაზე პატარა - ლილე სვანაძე, საოცარი შესაძლებლობებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ლილე „ტვინების ჭადრაკის“ 2023 წლის ჩემპიონია! მან მეტოქესთან ყველა თამაში მოგებით დაასრულა და ასაკობრივ კატეგორიაში სეზონის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. 

მან, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა და სკოლა ასახელა.

„პატარა დაუმარცხებელს, „ბრეინსის“ გუნდი საკუთარ სკოლაში ესტუმრა და დამსახურებული ჯილდოები გადასცა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203