„მწვანე მაშველები“ - ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე მონდომებით იმუშავეს
10-04-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს  ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში ბავშვების ჩართულობით, საინტერესო, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასელებმა პედაგოგ ნანა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, კომპლექსურ დავალებაზე თემით: „მწვანე მაშველები“ იმუშავეს. მოსწავლეებმა თემატური პოსტერები, ნახატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა. მათ საზოგადოებაში ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203