„შემმეცნებელი, პასუხისმგებლიანი, მოსიყვარულე“- საჯავახოს საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა იშხანოვა მასწავლებლის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
08-04-2024
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, ერთმანეთის პატივისცემასა და ნაყოფიერი გაკვეთილის ჩატარებას“- ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა იშხანოვა, რომლის 
ყოველდღიური საზრუნავი მოსწავლეთა წარმატებული მომავალი, მოტივირება და ცოდნის გაღრმავებაა. 

მისი აზრით, კარგი მასწავლებლის აუცილებელი თვისება პასუხისმგებლიანობაა, თავად კი ამ ღირსებით შემკული მომავალი თაობის აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება. მარიკა იშხანოვა etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- შემმეცნებელი, პასუხისმგებლიანი, მოსიყვარულე.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ერთმანეთის პატივისცემასა და ნაყოფიერი გაკვეთილის ჩატარებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყველაფერი რომ იცოდეთ, ახლა აქ ერთად არ ვიქნებოდით, ამიტომ ნუ შეგვაშინებს შეცდომები.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- დროის ძირითად ნაწილს დავუთმობდი სწავლას, ჩემი შესაძლებლობისა და ქვეყნის საჭიროების გათვალისწინებით ავირჩევდი პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, რაღაც დადებითს აუცილებლად იტყვიან.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყოველი „აჰა, მას, გასაგებია“ ან ის, რომ როცა მოსწავლეს ვხვდები, ჩვენ ერთმანეთს ვუღიმით.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორ შეიძლებოდა, შემოქმედი ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203