„მიკრობები“- ოყურეშის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
03-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, პედაგოგმა ნანა მამარდაშვილმა დაწყებით კლასებში საინტერსო გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც „მიკრობები“ იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, მათ ცდები ჩაატარეს, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და სხვადასხვა ინფორმაცია გაიგეს.

როგორც სკოალში გვიყვებიან, ცდები ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა საჭიროებებზე ფიქრობს და მათ შესაბამის აქტივობებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203