​„დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ - ლამაზი ღონისძიება ოყურეშის საჯარო სკოლაში 
03-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სასკოლო საზოგადოება კი მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, მათი ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე დარჩენილა.

ამასთან დაკავშირებით, მასწავლებელმა - ნინო ყურაშვილმა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ გამართა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. პატარებმა საყვარელი მშობლების გახარება შეძლეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203