ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების სასკოლო წარმატება - შემეცნებითი კონკურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდა
02-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით ბავშვები იღებენ საფუძვლიან განათლებას და ცოდნას სხვადასხვა პროექტში ჩართულობით იღრმავებენ.

ახლახან, ოკამის N1 საჯარო სკოლაში. ინგლისური ენის პედაგოგის, ფიქრია კურტანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ვინ? სად?როდის?“.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი ინგლისურ ენაზე წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა.

„ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში და თამაშის დასასრულს მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები“, - ნათქვამია ოკამის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203