ტნუსის საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ღონისძიებით აღნიშნეს
29-03-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამულით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საზეიმო წარმოდგენა დადგეს და ერთმანეთს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

მოსწავლეები საგანგებოდ, საზეიმო სამოსში გამოეწყვნენ, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და თეატრალური წარმოდგენები დადგეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ დღესასწაულის ისტორიას, არსსა და მნიშვნელობასაც გაეცნენ და ცოდნა მეტად გაიღრმავეს

დღე დასამახსოვრებელი და ხალისიანი იყო სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203