ქართული პოეზიის დღე-სასწაული პიპილეთის საჯარო სკოლაში
28-03-2024

ონის მუნიციპალიტეტის, პიპილეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, იღვწის, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლები, დირექციასთან ერთად, ცდილობენ ბავშვებს შესთავაზონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მათ თვალსაწიერს გააფართოვებს და მისცემს საშუალებას, მიღებული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინონ.

სწორედ ამიტომ, პიპილეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემატური ღონისძიება თუ აქტივობა ტარდება და ერთ-ერთი მათგანი პოეზიის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

„ჩვენ ვკითხულობთ ქართულ პოეზიას“ - ახლახან ჩატარებული ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეთა თვითგამოხატვის მხარდაჭერა და პოეზიის პოპულარიზაცია;

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვა ლექსებში ჩაქსოვილი პოეტთა ჩანაფიქრის შესახებ.

პიპილეთის საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდა თაობაში პოეზიის მიმართ სიყვარულს გაზრდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203