დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სლავური დღესასწაულის ტრადიციებს გაეცნენ
27-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში, სლავური დღესასწაულის - „მასლენიცსადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაული ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დაწყებას უკავშირდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-7- მე-8 კლასის მოსწავლეები დღესასწაულის ისტორიას გაეცნენ, ტრადიციებზე ისაუბრეს და შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს. 

ბავშვებმა ისაუბრეს ტრადიციებზე, ჩაერთნენ სახალისო თამაშებში და შეასრულეს საინტერესო აქტივობები. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში „მასლენიცასთოჯინაც გააკეთეს და სადღესასწაულო სურფაც, სლავური ტრადიციების მიხედვით, გაშალეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე გაიმართა მასტერკლასი ბლინების მომზადებისა და ამაში მათ რუსული ენის უფროსი მასწავლებელი მარინა ივანოვნა სიმონიანი დაეხმარა.

ღონისძიებაში ჩართული მე-8 კლასის მოსწავლეები არიან კაროლინა ტოროსიანი, რაისა ნიქოღოსიანი და ლუსიკ სარგსიანი, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლეები - ოგანესიან ვარუჟან, ოგანესიან ვაჩაგანი და ოგანესიან ჰაკობი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203