ძველი ქანდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
27-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნება. სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას ტრადიციულად, სამოქალაქო კლუბ „ნინევიას“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებიც შეუერთდნენ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით, მე-7-მე-8 კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს. მათი მოძიებული ინფორმაცია საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის. პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა მე-10 კლასის მოსწავლე ლიკა პავლიოვი.

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ, სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ გაერთიანდნენ და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203