ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
26-03-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული - 3 მარტი აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოთქვეს. 

ამ ყველაფრით კი საყვარელი დედიკოების გულის გახარება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203