დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ 
26-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, შედეგსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი მარიანნა კურღინიანია. მისი ყურადღების მიღმა არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი დარჩენილა, როგორიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მისი ხელმძღვანელობით, სკოლაში თემატური ღონისძიება ჩატარდა.

მის მიმდინარეობაში მეშვიდე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203