დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო
25-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებლის ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით კი, თემატური ღონისძიება მოეწყო. მისი მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო. 

ღონისძიებაში მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევარი დაამზადეს. გარდა ამისა, ამ დღესა და ზოგადად, დაუნის სინდრომზე ისაუბრეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203