„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - მატნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
25-03-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ პროექტი. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი თარიღიც, როგორიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი თემატური აქტივობა მოეწყო. მის მიმდინარეობაში კი ყველა, მათ შორის, სსსმ მოსწავლე უდიდესი მონდომებით და ინტერესით ჩაერთო.

აქტივობა პედაგოგ ნინო ზუბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. სასკოლო საზოგადოებამ კი ერთხმად დააფიქსირა გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“.

„ნინი ჩვენი მზის სხივია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203