„გულწრფელობა, ერთგულება, სიყვარული“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი მასწავლებლის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
21-03-2024

შახალ ისმაილოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, მისთვის გულწრფელობა უმნიშვნელოვანესი თვისებაა, თვლის, რომ მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით ბევრი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი. ის ყოველთვის შთააგონებს მოსწავლეებს, რომ მათი სჯერა და ცდილობს მათთვის პოზიტიური სასკოლო გარემო შექმნას. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ შახალ ისმაილოვთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გულწრფელობა, ერთგულება, სიყვარული. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთ პატივისცემას, საქმისადმი ერთგულებას, დიდ სიყვარულს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მე მჯერა თქვენი. 

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ძალიან კარგად დავფიქრდებოდი პროფესიის არჩევისას. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მეგობრული, აქტიური, პასუხისმგებლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- წარმატებები სარაიონო და სასკოლო აქტივობებში. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სპორტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203