„აბიტურიენტი რომ ვიყო, ახლაც პედაგოგიურ სასწავლებელს ავირჩევდი, ვფიქრობ ყველაზე საჭირო პროფესიაა“- ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე
20-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ვიოლა აკობიძე პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა. ამის მაგალითია ისიც, რომ მისი დირექტორობის დროს სკოლაში, მინი მოედანი მოეწყო, რაც მანამდე არ არსებონდა. დირექტორს ასევე მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ბავშვები მის სამართლიანობას, მეგობრულ დამოკიდებულებას ყოველთვის აღნიშნავენ და აფასებენ.

დირექტორი ვიოლა აკობიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ცოდნა, თბილი და მზრუნველი, მომთმენი და თავშეკავებული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ვინაიდან სასწავლო გარემო კომპლექსური ფენომენია, საკლასო ოთახი ის ადგილია, სადაც მოსწავლის განვითარებისთვის ყველა ადამიანური და მატერიალური რესურსია, რომელსაც ზრუნვა და მოვლა სჭირდება. ადგილი, სადაც ყალიბდება პიროვნება თავისი ქცევით.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ბავშვებო ხომ არაფერი დაგრჩათ გაუგებარი დღევანდელი გაკვეთილიდან?

- აბიტურიენტი რომ ვიყო..

- აბიტურიენტი რომ ვიყო, ახლაც ავირჩევდი პედაგოგიურ სასწავლებელს, რადგან ვფიქრობ, ყველაზე საჭირო და დაფასებული პროფესიაა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მოგაწოდოთ მათი ნაფიქრალი ჩემს შესახებ: ჩვენი დირექტორი არის გამორჩეული როგორც პიროვნული ასევე პროფესიული თვალსაზრისით, ვისთანაც გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება, ადამიანი ვისთანაც თავს ვგრძნობთ თავს დაცულად, ის არის სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სკოლაში მინი მოედნის მოწყობა, რაც სკოლაში მანამდე არ არსებობდა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ვყოფილიყავი მასწავლებელი და ჩემი ქცევით დავმსგავსებოდი მას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203