„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორიის გაკვეთილები“- ბლიც-ინტერვიუ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორ ფატმან ლაკლაკიშვილთან
20-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რასაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფატმან ლაკლაკიშვილი უზრუნველყოფს. 

მისი აზრით, კარგი მასწავლებელი აუცილებლად კეთილი და გემგებიანი უნდა იყოს. მიაჩნია, რომ დიდი წარმატებაა მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...


- სიკეთე, წარმატებული მოღვაწეობა, გამგებიანობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- გაკვეთილის არ ჩაშლას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გასაგებია?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- სიღრმისეულად შევისწავლიდი, რაც ახლა მაინტერესებს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც ცოტა მკაცრს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ისტორიის გაკვეთილები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203