„დედა სიცოცხლის და სიყვარულის წყაროა!“- გავაზის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება
19-03-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში ფერადი, მხიარული და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება - „დედა სიცოცხლის და სიყვარულის წყაროა!“ I კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - დალი რევაზიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს. მის წარმართვაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, ასევე, მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლები - სოფიო ბეგაშვილი და ქეთევან ქურდაძე.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშობლები და პედაგოგები მიიწვიეს. სკოლის დირექტორმა - ლელა კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებას დედის დღე გულთბილად მიულოცა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მისალოცი ბარათები დაამზადეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. 

„ღონისძიება იყო მეტად ამაღელვებელი და უსაზღვრო ემოციით სავსე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203