ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაამზადეს
15-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლიან. მათ შორის, შინაური ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ახალისებენ.

შესაბამისად, მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველებზე აქტიურად ზრუნავენ. ახლახან მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახელი დაამზადეს. სკოლაში მოსწავლეთა მოხალისეობრივი საქმიანობა ახარებთ. 

„საგაზაფხულო არდადეგებზეც კი არ დაუსვენიათ ჩვენს ბიჭებს და თავიანთ ხელმარჯვე ოსტატ მალხაზ ხელაძესთან ერთად გააკეთეს მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები და განათავსეს სოფლის ბოლოს მდებარე ხიდთან სადაც ძაღლები ბინადრობენ. აღსანიშნავია, რომ ამ კეთილ საქმეს სიხარულით შეუერთდა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე საბა კიკნაძე, რომელიც ამჟამად სწავლობს თბილისის „მწვანე სკოლაში“ და არდადეგებზე ისვენებს სოფელში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203