წარმტაცი საგაზაფხულო ღონისძიება ახალშენის საჯარო სკოლაში
15-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, საგაზაფხულო ღონისძიება, რომელიც დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა. 

ბავშვებმა გაზაფხულის მოსვლა, 3 და 8 მარტი ერთად მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას და მათ წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მათივე დადგმული სკეტჩები გაითამაშეს. 

ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა მშობლებსა და მასწავლებლებს ხელით დამზადებული ბარათები და ხელოვნური ყვავილები გადასცეს და გულითადად მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაულები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა გაზაფხულის მოსვლა ინგლისურ ენაზეც მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ - მუსიკის მასწავლებელი ირმა ჭიღვარია და ინგლისური ენის მასწავლებელი ბელა კიკნაძე.

მათ სკოლაში ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203