შთაბეჭდილებით აღსავსე დღე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის - ბავშვები გონიოს ციხის კვლევით ცენტრს ესტუმრნენ
07-03-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გასვლითი, სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო. 

26 თებერვალს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგებთან - ირინა სევოსტიანოვასა და სოფო სანიკიძესთან ერთად, მოინახულეს გონიოს ციხე და გონიოს ციხის კვლევითი ცენტრის სამუშაო სივრცეები - სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავი.

ბავშვენი გაეცნენ საცავში დაცულ იმ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, რომელთა ექსპონირება მუზეუმებში ჯერ არ განხორციელებულა, გაეცნენ არქეოლოგს, ხელოვნებათმცოდნეს და რესტავრატორს, ჩაუტარდათ შემეცნებითი 20-წუთიანი გაკვეთილი. შემდეგ საკუთარი ხელით შექმნეს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ნამუშევრები, რომლებიც 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გამოიფინება.

გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203