ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლე ბერძნულენოვან კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
06-03-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წარმატებით მუშაობს ბერძნული ენის შემსწავლელი წრე, რომელსაც უძღვება პედაგოგი ნინო ძნელაძე. პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული წარმატებები. ამჯერად, სკოლა მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ბოლქვაძის მიღწევის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს. 

მეთორმეტეკლასელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა კონკურსში - „ბერძნული ენის საერთაშორისო დღე“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203