ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, მოსწავლე ნუცა ნიკოლაიშვილმა, რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა, ტრენინგი ჩაატარა
05-03-2024
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო პროექტში, რომელიც მათ არა მარტო თეორიულ ცოდნას აძლევს, არამედ საჭირო და მნიშვნელოვან უნარებს უვითარებს. 

28 თებერვალს, სკოლაში „სკოლის ელჩების“ პროექტის ფარგლებში, საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგი წითელი ჯვრის მოხალისემ და ელჩმა, მე-11 კლასის მოსწავლე ნუცა ნიკოლაიშვილმა მოსწავლეებისთვის ჩაატარა.

შეხვედრა წითელი ჯვრისა და მისი საქმიანობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობას ისახავდა მიზნად და საბოლოდ სასურველ შედეგზეც გავიდა. 

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო, მრავლისმომცველი და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ მოხსენებას თანატოლი კითხულობდა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203