დაბა მანგლისის N1 სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ განიხილეს
16-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობამ მკითხველთა კლუბი ჩამოაყალიბა. კლუბის წევრებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „მე ვხედავ მზეს“ წაიკითხეს, ფილმიდან მონაკვეთს უყურეს და განიხილეს. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწავლეებმა პარალელები წიგნში წაკითხულ და თანამედროვე გაკვეთილს შორის გაავლეს, განსაკუთრებით ყურადღება ინკლუზიურ სწავლებაზე გაამახვილეს. ისაუბრეს სიკეთეზე, ტოლერანტობაზე, სიყვარულზე და საუკეთესო მომავლის მოლოდინზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203