კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
11-12-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების- ნონა მარგველანის, ელიზა ნემსაძის, მანანა კოვზირიძის ხელმძღვანელობით, მშობელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით ღონისძიება ჩატარდა, რომლითაც ბავშვებმა „ოქროსფერი“ შემოდგომა გააცილეს. მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაუვიწყარი დღე აჩუქეს მთელი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

აღნიშნულ დღეს ასევე სკოლაში გამოფენა მოეწყო, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარდგენილი. ასევე, სკოლაში ერთმანეთს წელიწადის სხვადასხვა დრო და თვე შეადარეს - ჩატარდა აქტივობა - „თვეების გაჯიბრება“.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ეზოში გასვლითი აქტივობა მოეწყო, სადაც როგორც გვიყვებიან, მშობლებმა შემოდგომის ნობათის პრეზენტაციით თავი მოიწონეს.

„მათ გააკეთეს ჩურჩხელები და ბოლოს, ყველამ ერთად, სკოლის დარბაზში დაათვალიერა ბავშვების ნახატები შემოდგომის თემატიკით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა და მშობელთა აქტიური ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203