გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ლამაზი ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
11-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს. 

დაწყებითი კლასის პედაგოგების ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს - ბავშვებმა მოაწყეს შემოდგომის კუთხე, იმღერეს, წარმოთქვეს ლექსები, ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელების ამოვლებაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ჰქონდა, როგორც საზეიმო, ასევე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი. 

ბავშვებმა მხიარულად გააცილეს შემოდგომა და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203